არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: ახლა პარლამენტში დაინახავენ თუ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა, იმიტომ რომ ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ პარლამენტში

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წავიდნენ „მარცხჯნივ“. ზუსტად ასე შევაფასებდი მათ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თან უნდათ პარლამენტში ყოფნა, თან არ სურთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ეს ანტისისტემური პარტიაა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალა.

„მათ მოატყუეს საკუთარი მხარდამჭერები. უთხრეს, რომ ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება არის დესტაბილიზაცია, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა, საბოტაჟი, ხელოვნური კრიზისი და 7 თვის შემდეგ საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა ქვეყანას, იყო ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი. ეს გახლავთ ანტისისტემური პარტია, რომელიც მხოლოდ იმით იყო დაკავებული ამ თვეების განმავლობაში, რომ როგორმე დაებლოკა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესი. ამით მათ ხელი შეუშალეს ქვეყნის განვითარებას, დააკარგვინეს სახელმწიფოს დრო და ენერგია. თუმცა კარგია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. ახლა პარლამენტში დაინახავენ თუ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა, იმიტომ რომ ისინი ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.