კახა კალაძე – ჩვენ ისეთი რეგულაციები შევიმუშავეთ, მომავალში რომელი მერი გაბედავს რეკრეაციული სივრცის ხარჯზე სამშენებლო ნებართვის გაცემას, იმხელაზე ავწიეთ ეს თამასა, რთული იქნება, გააუბედურო ქალაქი

მომავალში მერი იქნება კახა კალაძე, პეტრე, თუ პავლე, პროექტების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, შემუშავებულია ისეთი რეგულაციები, რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალში მერი, ვერავინ გაბედავს მაგალითად რეკრეაციული სივრცის ხარჯზე სამშენებლო ნებართვის გაცემას.

„რაც შეეხება პროექტების გაგრძელებას, აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ დედაქალაქის მთავრობამ მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, რათა შეექმნა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი იმისა, რომ მომავალში მერი იქნება კახა კალაძე, პეტრე, თუ პავლე, არ აქვს მნიშვნელობა, ისეთი ფუნდამენტია შექმნილი, რომ ამ პროქტების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის.

პირობითად, კახი კალაძე რომ არ იყოს მერი ხვალ და იყოს რომელიმე სხვა, რომელი მერი გაბედავს და გააკეთებს იგივეს, ვთქვათ რომელიმე რეკრეაციული სივრცის ხარჯზე გაცემს სამშენებლო ნებართვას, ან სპორტული მოედნის ხარჯზე, ვინ გაბედავს ამას, ვინ გააკეთებს. ჩვენ იმხელაზე ავწიეთ ეს თამასა, ისეთი რეგულაციები შევიმუშავეთ, მიღებულია გენერალური გეგმა, ძალიან რთული იქნება, გააუბედურო ეს ქალაქი“, – განაცხადა კალაძემ.