ირაკლი კოვზანაძე: „არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია – ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“

„ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი, მთავრობის თუ ეროვნული ბანკის?“ – ამ კითხვით მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, სებ-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას.

„არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია – ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, „ფულის ემისია ეროვნული ბანკის ექსკლუზიური ფუნქციაა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა”.

„წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას? ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას?-მაღალი დოლარიზაციის და მაღალი იმპორტ დამოკიდებულობის პირობებში ლარის 1%-ით, ან 10%-ით გაუფასურება რა ოდენობით გადაეცემა ფასების ზრდას და რა ზომით აისახება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებზე?,” – განაცხადა კოვზანაძემ.

ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ.