ცეზარ ჩოჩელი არჩევნების მეორე ტურის შესახებ საგანგებო ბრიფინგს გამართავს

1 ნოემბერს, 11:00 სთ – ზე, სოფ საგურამოში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ცეზარ ჩოჩელი არჩევნების მეორე ტურის შესახებ საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო პირი ლევან შერმადინი 595 00 48 43

ცნობისთვის, გუშინ წეროვნის დევნილთა დასახლებაში ხმების დასაცავად გამოსულ მოსახლეობას, სპეც-დანიშნულების რაზმის შემოსვლის შემდეგ ცეზარ ჩოჩელმა საჯაროდ მიმართა:
,,ვიქნები თქვენს გვერდით სანამ ცოცხალი ვარ და გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გქონეთ! არც მანდატით და არც უმანდატოთ ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ დავრჩებით. ‘’

კომენტარის დატოვება