საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა, გარდაცვალა 17 ადამიანი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31409 კვლევა ტესტით. მათ შორის,  ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17617, PCR ტესტით – 13792.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 348594-ს.  მათ შორის გამოჯანმრთელებულია  332304 ,ხოლო  ბოლო 24 საათში – 624 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივნისის მდგომარეობით, დღიური დადებითობის მაჩვენებელი არის 2,65%, ბოლო 14 დღის – 3%, ბოლო 7 დღის – 2,98%

სულ აცრილია  167332, ხოლო დღიურად  5791 ადამიანი.