საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 014 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 117 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 477, „პისიარ“ ტესტით – 5 640.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,76 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,88 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,98 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 349 405 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 332 304 გამოჯანმრთელდა, 4 893 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია 173 345 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 119.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 428 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 627 პირი.