ნაზი ჯანეზაშვილი – სასამართლოში ძალიან გავრცელებულია ნეპოტიზმი, რომელიც შეიძლება ითქვას, ახალი პრობლემაა

სასამართლოში ძალიან გავრცელებულია ნეპოტიზმი, რომელიც შეიძლება ითქვას, ახალი პრობლემაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, სასამართლო სისტემაში გამოწვევები უფრო მეტია, ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ.

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში ძალიან გავრცელებულია ნეპოტიზმი, რომელიც შეიძლება ითქვას, ახალი პრობლემაა. ის გავრცელებულია დაწყებული აპარატის დონიდან და გაგრძელებული სასაართლოში მოსამართლეების დონეზეც კი. თუნდაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ იყო ერთი ადამიანი, წევრი რევაზ ნადარაია, ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიდის მისი ქვისლი, თემურ გოგოხია. ასევე, ლევან თევზაძე, რომელიც ირაკლი შენგელიას ნათესავია, ცოლის ძმაა, ისიც სავარაუდოდ უკვე ალბათ ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ანუ, სასამართლოში ძალიან ბევრი პრობლემაა. ხელისუფლების მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ „კლანი” უფრო ძლიერია და მათი მხარდაჭერა უფრო მასშტაბურია. თუმცა, ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი ძალა და ენერგია იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ სასამართლო მეტად დამოუკიდებელი და ეფექტიანი გახდეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში სასამართლოს ეფექტიანობისთვის არაფერი გაკეთებულა“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.