პაატა ზაქარეიშვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, პაატა ზაქარეიშვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. როგორც თავად ამბობს,  უკვე ჰქონდა კონკრეტული შემოთავაზება, რომელზეც უარი თქვა.

„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ვთქვა, რომ შემოთავაზება არ ყოფილა. მე არ ვიტყვი ვისგან იყო შემოთავაზება და რა, მაგრამ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო ლაპარაკი. ამ ხალხმა არ იცოდა, რომ მე წამოსული ვიყავი პარტიიდან. 11 ოქტომბერს დავწერე განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ და ერთი კვირის შემდეგ იყო ეს შემოთავაზება, მაგრამ არ იცოდნენ. დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ განვიხილეთ და ჩავთვალე, რომ ეს სქემა არ იმუშავებდა. კარგ ხელფასს მივიღებდი, მაგრამ ჩემი ხმა და ჩემი აქტიურობა ნაკლები იქნებოდა. უარი იყო ჩემგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვხურავ ურთიერთობებს. მე მზად ვარ სხვა წინადადებისთვის და ამას არც ვმალავ. ჩემთვის არ არის პრობლემა თანამშრომლობა იქ, სადაც საქმე გამოდის, მით უმეტეს ასეთ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორიც არის „ქართული ოცნება“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარის დატოვება