ეს არის ყველაზე სახიფათო, რაც მსოფლიო რუკიდან გაქრობას გვიქადის- სააკაშვილი ბაიდენის კონფერენციას ეხმიანება

“საქართველო არა მხოლოდ იცლება ხალხისგან, არამედ გაქრება მსოფლიო რუკიდან თუ ჩვენ ესენი დროზე არ მოვაშორეთ და მე ამით პირადად ვარ დაკავებული,”- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც აშშ-ევროკავშირის სამიტზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

სააკაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადება არ გაკეთებულა, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა.

​”ვადევნებდი თვალყურს ბაიდენის პრესკონფერენციას და საერთოდ ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

ის, რაც ხდება, არის სრულიად უპრეცედენტო კატასტროფა. საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა, საქართველო და საერთოდ აღარ მოიხსენიებენ პრობლემათა რიგში რუსეთთან მიმართებაში – ეს არის ყველაზე სახიფათო რაღაცა, იმიტომ რომ ეს გვიქადის ჩვენ, მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გ ა ქ რ ო ბ ა ს!”- წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, საქართველო ხალხისგან იცლება და თუ ხელისუფლება დროულად არ შეიცვლება, ქვეყანა მსოფლიო რუკიდან უახლოეს მომავალში გაქრება.

“საქართველო არა მხოლოდ იცლება ხალხისგან, არამედ გაქრება მსოფლიო რუკიდან თუ ჩვენ ესენი დროზე არ მოვაშორეთ და მე ამით პირადად ვარ დაკავებული ახლა როგორც არასდროს! მხოლოდ საქართველოს მტერს და ბრიყვს უნდა უნდოდეს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება!

კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში. მოვწონდით, არ მოვწონდით, ყველა შემთხვევაში ვალდებულება იყო, რომ ვეხსენებინეთ იმიტომ, რომ არ ჩამოვდიოდი ეკრანებიდან, ვაკაკუნებდი ყველა კარებზე და ვაწუხებდით ყველას!

ახლანდელი პოლიტიკა არის, რომ არაფერი არ აინტერესებთ გარდა, პირადი ფულის ქაფვისა და პირადი მუცლისა და გადაყვნენ ამ მუცელს და პრაქტიკულად გაწირეს ჩვენი ქვეყანა!

ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდევაც!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.