გიგა ბოკერია – არ გვყავს მთავრობა, რომელიც ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე აქტიურად იმუშავებდა, შეაწუხებდა პარტნიორებს, როგორც უკრაინა აკეთებს

დაპირისპირება თავისუფალ სამყაროს, პუტინის რუსეთსა და ტოტალიტარულ ქვეყნებს შორის გაგრძელდება და მომავალში შეიძლება გამწვადეს კიდეც, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბაიდენი-პუტინის შეხვედრას.

როგორც ბოკერია აცხადებს, არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე აქტიურად მუშაობს.

„ ჩვენ გვაქვს ჩვენი უზარმაზარი პრობლემა. არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხზე და სხვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე იმუშავებდა აქტიურად, მათ შორის, შეაწუხებდა პარტნიორებს, როდესაც აუცილებელია, როგორც ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი.

უფრო მეტიც, ყველა საბუთი და ნიშანი გვაქვს, იმის რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მავნებლურ ამოცანას, რაც დეკლარირებული ჰქონდა თავის პროგრამაში – საქართველო გაქრეს, როგორც დაპირისპირების საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა“,- აღნიშნავს ბოკერია.