ალუდა ღუდუშაური – “ნაციონალური მოძრაობა” ჩამოყალიბდა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად  

“ნაციონალური მოძრაობა” ჩამოყალიბდა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება“ „ამნისტიის შესახებ“ კანონს მიიღებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შეძლებს დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს.

მისივე თქმით, . „ნაცმოძრაობა”  “ევროპული საქართველოს” გზას ადგას,

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პრაქტიკულად არასდროს, არც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არ შეასრულა მათ მიერ გაცემული პირობა და სიტყვა. კარგად გვახსოვს ადამიანები, რომლებსაც სტომატოლოგიურ სერვისს სთავაზობდნენ და არჩევნების წაგების შემდეგ შუა ქუჩაში დატოვეს. კარგად გვახსოვს ისიც, როგორ იბრიქებოდა მათი ფორმალური ლიდერი, რომ ვერ დააკავებდნენ და კანონი ვერ აღსრულდებაო. ასევე იძახდნენ პარლამენტში ვინც შევა პუფი იქნებაო და ზეწოლას ახდენდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვებს. მერე ნახეთ როგორ შემოიპარნენ და პრაქტიკულად რიგი ედგათ პარლამენტში შემოსვლაზე. ჩვენ ყველა ჯერზე ვიძახდით, რომ კანონიც აღსრულდება, ბატონი მელია გირაოსაც გადაიხდის და პარლამენტშიც შემოვა! არაერთხელ მითქვამს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობას” საზოგადოება ჰგონია ბრიყვი და თავისივე ამომრჩეველს აყენებს შეურაცხყოფას.

ჩვენ მათ ჯერ კიდევ არჩევნების დამთავრების შემდეგ მოვუწოდებდით თანმიმდევრულები, კონსტრუქციულები ყოფილიყვნენ, ეთქვათ სიმართლე და თავისი სიტყვა შეესრულებინათ, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ შეასრულეს. “ნაციონალური მოძრაობა” ადგას “ევროპული საქართველოს” გზას”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, რომ  “მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება“ “ამნისტიის შესახებ“ ამ მავნებლურ კანონს მიიღებს, რასაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებიც არ უჭერენ მხარს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შეძლებს დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს”.