საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 17 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 460 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე- ღამეში საქართველოში ჩატარდა 31272 ტესტი , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13544, PCR ტესტით – 17728.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2,46%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,62%

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343837 გამოჯანმრთელდა, 5148 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია 229906, დღიურად კი – 4232 ადამიანი.