რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ

რესტორნების, გასართობი დაწესებულებებისა და კვების ობიექტების მიმართ გარკვეული შეზღუდვები ძალაში რჩება.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე  განაცხადა, რესტორნები მუშაობას ღამის 12 საათამდე შეძლებენ.

„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებსა და ისეთ დაწესებებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. ასევე, სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.