კელი დეგნანი – ​ოქტომბრის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ​ოქტომბრის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, არის მოლოდინი, რომ მომავალი არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება და საზოგადოებას მისი შედეგების მიმართ ნდობა უნდა ჰქონდეს.

„მოგეხსენებათ, ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ყველას მოლოდინია, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდად, პრობლემების გარეშე და მისი შედეგების მიმართ უნდა ჰქონდეს ნდობა მოსახლეობას,:- განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო არჩევნების პერიოდში ვიხილოთ სოციალური მედია, როგორც საარჩევნო პროცესისთვის მეტი სარგებლის მომტანი.

“პოლიტიკურმა პარტიებმა იმუშავეს ამ საკითხზე, 19 აპრილის შეთანხმებაშიც არის აღნიშნული საარჩევნო საკითხები გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო არჩევნების პერიოდში ვიხილოთ სოციალური მედია, როგორც მეტი სარგებლის მომტანი საარჩევნო პროცესისთვის და მასში ნაკლები იყოს სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია და ტყუილი. სოციალურ მედიაში უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს პარტიის პლატფორმებისა და გეგმების შესახებ”, -განაცხადა დეგნანმა.