მემორანდუმი კვალიფიცირებული ჟურნალისტების მოსამზადებლად

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის საკონფერენციო დარბაზში დავით აღმაშენებლის აკადემიასა და ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები მოახდენენ საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების იმპლემენტაციას და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, რათა მოამზადონ კვალიფიცირებული სპეციალისტები ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სფეროში. ხელმომწერი მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის და შინაარსის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების შექმნას და განხორციელებას.

ურთიერთთანამშრომლობის მიზნების მისაღწევად, თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი და აკადემია მოაწყობენ შეხვედრებს, რათა ერთობლივად შექმნან ტელე–რადიო, ელექტრონული ჟურნალისტიკის მიმართულებით სასწავლო/საგანმანათლებლო პროგრამები, განსაზღვრონ პროგრამების განხორციელებისათვის ყველა აუცილებელი კომპონენტი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აკადემიის რექტორმა ნანა ჯიქიამ და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ ჰამლეტ გეგიამ.

14639706_1206744979391044_1039524590960532697_n

3 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა  კურსების ფუნქციონირებასაც შეუწყობს ხელს.

კომენტარის დატოვება