ლავროვი: 9 ნოემბერს სოხუმში ჟენევის კონსულტაციების მონაწილე შუამავლების დელეგაციას ელიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დაურ კოვესთან შეხვედრაზე განაცხადა:

-„ვგეგმავთ, თანმიმდევრულად გავზარდოთ აფხაზეთის მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და, რაღა თქმა უნდა, იმედი გვაქვს მჭიდრო კოორდინაციისა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, უპირველესად – ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული ვალდებულების კუთხით

ვიცი, რომ 9 ნოემბერს სოხუმში ჟენევის კონსულტაციების მონაწილე შუამავლების დელეგაციას ელიან. დაინტერესებულები ვიქნებით მათთან შეხვედრების შესახებ თქვენი შეფასებებით“.

კომენტარის დატოვება