ირაკლი ღარიბაშვილი – დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ

დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„შეგახსენებთ, რომ „ფაიზერთან“ მივაღწიეთ მოლაპარაკებას, მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე ერთი მილიონი „სინოფარმი“, მილიონი „სინოვაკი“ „ნოვოვაქსის“ 700 ათასი დოზა, ჯამში წლის ბოლომდე 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც სრულიად საკმარისი იქნება, რათა ჩვენს დაგეგმილ დონეზე, 60 პროცენტი ჩვენი მოსახლეობის იქნას აცრილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.