მარი ჩოჩელი: რამდენიმე კითხვა „ღირსეულად გამარჯვებულ“ ხუნდაძეს!

ცეზარ ჩოჩელის და – მარი ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძეს რამდენიმე კითხვით  საჯაროდ მიმართავს:

-„რამდენიმე კითხვა „ღირსეულად გამარჯვებულ“ მაჟორიტარს:

1. რატომ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ტელევიზიებით პირადად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეზარის ოჯახის ახლობელი შეგენებულად დაეჯახა მის მხარდამჭერს, რატომ აიძულა მცეთის კლინიკის ხელმძღვანელი ეთქვა, რომ ეს ეგრეთ წოდებული დაზარალებული მთელი ღამის განმავლობაში რეანიმაციაში ყავდათ?
ცნობისთვის, ექსპერტიზამ დაადგინა რომ მანქანა არც კი შეხებია იმ ქალბატონს.

2. რატომ უთხრა ჟურნალისტებს, რომ ცეზარს არც ერთი საჩივარი არ ქონდა
დაწერილი, ნუთუ მისმა საკუთარმა დამაც კი დაუმალა, რომ იმ უბანზე, სადაც ის იყო კომისიაში, საარჩევნო ყუთში იმაზე მეტი ბიულეტინი აღმოჩნდა, ვიდრე მისული
ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, შესაბამისად დაიწერა საჩივარიც.

3. რატომ იცრუა გუშინდელ პრესკონფერენციაზე, რომ მცხეთის რაიონის მოსახლეობის 64% მისცა ხმა, მაშინ როცა თუ დევნილების უბნებს გამოვაკლებთ, მან მხოლოდ ხმების53% მიიღო. და რატომ არ ფიქრობს პრობლემა საკუთარ თავში ეძიოს, თუ ცეზარს ახალგორის რაიონის 82 % აძლევს ხმას, მას კი – მცხეთის რაიონის 53%. რატომ აღიქვამს დევნილებს განყენებულად, ბოლო 4 წელი ხომ მათი დეპუტატიც იყო (თუმცა ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ამ 4 წლის მანძილზე ხომ მხოლოდ ახლა გაახსენდა ისინი, უფრო სწორედ, მათი ხმები).

4. რატომ გახდა საჭირო წეროვნის დევნილთა დასახლებაში სპეცრაზმის
მობილიზაცია, ნუთუ ასეთი გულუბრყვილოა, რომ იფიქრა ცეზარი იმ უბნების ჩაშლას შეეცდებოდა, სადაც უპირობოდ იმარჯვებდა.

და კიდევ ბევრი რატომ…. რატომ… რატომ…

კომენტარის დატოვება