მკვლელი გოგონა შესაძლოა რომელიღაც სექტის წევრი იყოს

თბილისში საზარელი შემთხვევა მოხდა – გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგონამ საკუთარი დედა მოკლა. ქალბატონი დაახლოებით 70 წლისაა.

მეზობლები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, მოკლული ვერ ახერხებდა გადაადგილებას, რადგან რამდენიმე ხნის წინ მძიმე ოპერაცია გაუკეთდა. მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ ქალი დაახლოებით 10 დღის  წინ დაიკარგა და მას პოლიცია ეძებდა, ამასთან, იგი ამ პერიოდის განმავლობაში სახლიდან არ გასულა, რადგან  არ დაუფიქსირებია სახლის წინ მდებარე მაღაზიის კამერასაც. მეზობლების თქმით ის „საუკეთესო დედა“ იყო.

საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ქალი მისმა 18 წლის შვილმა მეგობარ ბიჭთან და 3 მეგობართან ერთად მოკლა, შემდეგ კი მიცვალებულის სხეული დაანაწევრეს.

მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა გაურკვეველი სექტის წევრია.

ამ საკითხზე შსს-ში სპეციალური ბრიფინგია ჩანიშნული.

კომენტარის დატოვება