გიორგი ვაშაძე ირაკლი ზარქუას: წაიკითხე „თხა და გიგო“, მერე ცოტა გაართულე, შეიძლება „ბიძია თომას ქოხამდე“ მიხვიდე და შემდეგ შეიძლება პარლამენტამდე მიაღწიო – „ოცნებას” „კლოუნი” ჰყავს მომაგრებული

წაიკითხე „თხა და გიგო“, მერე ცოტა გაართულე, შეიძლება „ბიძია თომას ქოხამდე“ მიხვიდე და მერე შეიძლება პარლამენტამდე მიაღწიო, – ასე მიმართა „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში „ოცნების” დეპუტატ ირაკლი ზარქუას.

ამასთან, ვაშაძემ ზარქუას „კლოუნი“ უწოდა.

„ის „კლოუნი“ რომ არის პარლამენტში, „ქართული ოცნება“ პასუხს რომ ვერ მცემს და  „კლოუნი”, რომ ჰყავთ მომაგრებული – ზარქუა. ასეთი  გაუნათლებელი ხალხი, პარლამენტში რომ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ , ყველა მეორე სიტყვაში რომ შეცდომას უშვებს. ტყუილად კი არ ვუთხარი მას, რომ „თხა და გიგო“ წაიკითხეთქო, იმიტომ რომ რაც გამოტოვე ცხოვრებაში, უნდა დაიწყო იქედან. წაიკითხე „თხა და გიგო“, მერე ცოტა გაართულე, შეიძლება „ბიძია თომას ქოხამდე“ მიხვიდე და მერე შეიძლება პარლამენტამდე მიაღწიო.

მართლა ძალიან სამარცხვინოა. იმის მაგივრად, რომ პენსიონერებს პასუხი გავცეთ, კლოუნადაა მოწყობილი“ , – განაცხადა ვაშაძემ.