მომატებული ფასები, ხორცეული მაცივრის გარეშე და უკმაყოფილო ქუთაისლები
ქუთაისის ბაზარზე, თუ ბაზრის გარეთ სარეალიზაციოდ გამოტანილ ხილ-ბოსტნეულს, შაქარს, ხორცეულსა და რძის ნაწარმს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ყიდულობს, მიზეზი – გაძვირებული ფასები და მათი ფინანსურ-ეკონომიკური სიდუხჭირეა, როგორც გამყიდვლები ამბობენ, ფასების მკვეთრი მატება დოლარის გაძვირებასთან პირდაპირ კავშირშია. რეალიზატორები ამბობენ, რომ საგრძნობლად გაიზარდა ფასები რძის პროდუქტებზეც. განსაკუთრებით კი გაძვირდა ყველი. გასული წლების მსგავსად ფასმა მოიმატა თაფლზეც, მათივე თქმით სტაბილურად მაღალი ფასი რჩება ხილზეც.
მომხმარებლებსა და ქუთაისის ცენტრალურ მწვანე ბაზარში მომუშავეებს პრობლემა ერთნაირად აწუხებთ, ამბობენ რომ არამყიდველუნარიანი მომხმარებელი ცდილობს დაბალფასიანი პროდუქტი შეიძინოს, რესპონდენტების თქმით, ხორცი მათთვის იშვიათი მოხმარების საკვებია, რადგან არსებული ფასი მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. ხან არის დღეები მთელი დღე ერთი მყიდველიც რომ არ ჰყავთ და დგანან ასე მოლოდინში.
ბაზარში მდგომნი გარემოვაჭრეებს უჩივიან, ეს უკანასკნელნი კი ამბობენ, რომ ბაზარში მაღალი გადასახადებია, რასაც ვერ იხდიან და ასე გარეთ უწევთ ვაჭრობა.
ერთში კი ორივე კატეგორია თანხმდენა- მათთვის ნომერ პირველი პრობლემა მომატებული ფასებია, რაც მათ კლიენტთან აშორებთ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მომხმარებლები საუბრობენ, არის ის, რომ ხორცეული არ ინახება მაცივარში.
ჩვენ ამ საკითხით უახლოეს დღეებში ისევ ვეწვევით ბაზარს და დავადგენთ, რამდენად სწორად არის შენახული პროდუქტი და ხომ არ ემუქრება ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე.