ნათია თურნავა – ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია, ვგმობთ აქციაზე მომხდარ ძალადობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა მიუღებელია.

ნათია თურნავა, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ჟურნალისტების დაშავების ფაქტს გამოეხმაურა.

„შევიტყვეთ, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ჟურნალისტებთან დაკავშირებით. მათ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა მოხდა, აგრესიული ფორმით. ვიცით, რომ გარკვეული ჯანრთელობის დაზიანების ფაქტებიც არის, არის ტექნიკის დაზიანება. ჟურნალისტების საქმიანობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა ყოვლად მიუღებელია. ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია და ვგმობთ ამ სამწუხარო ფაქტს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. მათ ბოთლესა და ჯოხებს ესროდნენ