“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პოლიციის კორდონის გარღვევას რამდენჯერმე შეეცადნენ. ადგილზე ვითარება დაძაბულია. „თბილისი პრაიდის”  მოწინააღმდეგეები პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მისამართით ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს ისვრიან.