გიორგი ვოლსკი გახარიაზე: რა შობს ასეთ შუბლისძარღვგაწყვეტილობას, მე ვერაფრით ვხსნი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებებს პასუხობს.

„ძალადობა რომ ძალადობას შობს, მეც დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს ასეთ შუბლისძარღვგაწყვეტილობას, მე ვერაფრით ვხსნი. ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს, მათ შორის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის პერიოდშიც. მას მერე სახელმწიფოს მიდგომა არ შეცვლილა და თუკი მის პოლიტიკას სჭირდება ასეთი განცხადებების კეთება, ჩვენ შეიძლება მხოლოდ ამაზე ვისაუბროთ. ის, რაც მის განცხადებებში შინაარსში დევს, ეს უფრო პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითია, რომელზეც შეიძლება მომავალ თაობებს ასწავლო, როგორ არ უნდა მოიქცე, როდესაც პოლიტიკურ პოზიციას იცვლი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი გახარიას განცხადებით, „პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.