საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ_ში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები დღის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა.