სპეცოპერაცია გორში – 5 პირი საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს

სამართალდამცავებმა გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
სპეცოპერაცია გამთენიისას აკავებულების სახლებში ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
სავარაუდოდ დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ. ისინი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.