30 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ისევ საწყის წერტილთან დავბრუნებულიყავით, ისევ ერთმანეთისთვის “ქართველობის”დასამტკიცებლად და არ გველევა მიზეზი, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ – მამუკა ხაზარაძე

საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა! ისევ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით, თავისუფლებასა და მონობას შორის, არჩევანის ზღვარზე, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„30 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ისევ საწყის წერტილთან დავბრუნებულიყავით, ისევ ერთმანეთისთვის “ქართველობის”დასამტკიცებლად და არ გველევა მიზეზი, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ.

ამ დაპირისპირებაში კი ვკარგავთ მთავარს, მიზანს, რისი მიღწევაც გვინდა, თუმცა გვაქვს კი მიზანი? რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ? არც ერთ თემაში თანხმობა არ გვაქვს. ეროვნულ გრძნობებზე მანიპულირებით მტერი თავის მიზანს აღწევს, ქვეყანა ისევ ღარიბი და დაუცველია, საზოგადოება პოლარიზებული.

რა არის ამის მიზეზი? ალბათ ჩვენი განათლების დაბალი დონე, ან სახელმწიფოებრივი ცნობიერების არარსებობა, ან სიზარმაცე, ან მოსმენის კულტურის არარსებობა, თავის მოტყუების წლობით გამომუშავებული ჩვევა და ა.შ. ან ყველაფერი ერთად.

არის ამ ჩაკეტილი წრის გარღვევის შანსი?

არის!

და, ეს შენ ხარ

P.S. გაგრძელება იქნება…“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.