ვინ არის ილია ნაკაშიძე და რა გზა გამოიარა დღემდე…

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურები, საზოგადოების ყურადღების ცენტრში დასახელებული პირები და მით უმეტეს ნაკლებად ცნობილი სახეები მოექცნენ. როგორც უკვე ვიცით, პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნება შემდეგი კანდიდატურები:

–         პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე

–         პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი

–         პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ვოლსკი

–         პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ზვიად ძიძიგური

–         პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან – ილია ნაკაშიძე

დასახელებული კანდიდატებიდან საზოგადოება უფრო ნაკლებად იცნობს პარლამენტის  თავმჯდომარის  მოადგილეს აჭარიდან და ჩვენც გადავწყვიტეთ გაგაცნოთ  ვინ არის ილია ნაკაშიძე და რა გზა გამოიარა დღემდე.

დაიბადა 1959 წლის 12 მაისს;

1978-1984 წლებში სწავლობდა ვოროშილოვგრადის (ამჟამად ლუგანსკის) სახელმწიფო სამედეცინო  ინსტიტუტში, არის ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი;

1984–1988 წლებში მუშაობდა ლუგანსკის საოლქო კლინიკურ საავადმყოფოში ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგად;

1997 წელს მიენიჭა დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (თემა: სისხლის ინგრედიენტთა სტრუქტურულ-ციტოქომიური ცვლილებები ტრავმული შოკის მკურნალობის ეტაპებზე);

2003 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თემა: ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია);

1988-2010 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგად;

2006-2008 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

2009–2010 წლებში იყო ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ამბულატორიულ–დიაგნოსტიკური პროფილის სერვისის კოორდინატორი;

2009-2016 წლებში მუშაობდა ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინაში“ ჯერ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად (2009-2011 წწ.), შემდეგ კი ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დეპარტამენტს  ხელმძღვანელობდა (2011-2016 წწ);

2010-2016 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კრიტიკული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი (სრული პროფესორი);

2013-2016 წლებში იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მთავარი სპეციალისტის პოზიციას;

2015-2016 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის რეზიდენტურის მოდულების ხელმძღვანელის პოზიციაზე (კლინიკური პროფესორი);

არის არაერთი პუბლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;

ფლობს  ინგლისურ და რუსულ ენებს.

14606376_1141252335944844_7162306922553602873_n

 

 

კომენტარის დატოვება