ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარია ბოლივით აორთქლდა, არჩევნების შემდეგ ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა თავის ამომრჩეველს

მეორე დღეა არჩევნების დასრულების შემდეგ და გახარია უბრალოდ არ ჩანს​, ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოღალატე გახარიას პარტიასთან გამორიცხულია თანამშრომლობა, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას და თქვენ იცით, რომ მეორე დღეა არჩევნების დასრულების შემდეგ და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ ასიათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოღალატეა და შესაბამისად, პირველ რიგში თავის თავს ემალება. ამ არგამოჩენით“, – განაცხადა კობახიძემ.