„დემენცია არ შემიმჩნევია” – ნინო ნადირაძე „ოცნების” პროპაგანდის კვალდაკვალ

კლინიკა „ვივა მედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციისას დემენცია არ შეუნიშნავს.

როგორც ნადირაძე ამბობს, ის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპატიებითაა განწყობილი.

„ჩემი პირადი კონტაქტით, მე დემენცია ნამდვილად არ შემიმჩნევია, საკმაოდ სხარტი, ძალიან ჭკვიანი და გონიერი ადამიანია და მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სხვაობისა, მის მიმართ საკმაოდ დიდი სიმპატიები მაქვს.” , – აცხადებს ნინო ნადირაძე „იმედის” ეთერში.