ალექსანდრე კობაიძე – ხალხი ლუკმა პურის შოვნაზეა ორიენტირებული,  ის პოლიტიკური შოუები, რომლებსაც  მთავრობა მათ სთავაზობს, არ აინტერესებთ 

დღეს, პოლიტიკური ისტემბლიშმენტი ორ პოლუსად არის გაყოფილი. რეალურად, 2 პოლიტიკური პარტია ერთმანეთში არკვევს, თუ  ვის უნდა დარჩეს ძალაუფლება, – ამის შესახებ „პროგრესული საქართველოს”  ლიდერმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

როგორც კობაიძე აცხადებს, დღეს ხალხი ლუკმა პურის შოვნაზეა ორიენტირებული  პოლიტიკური შოუები არ აინტერესებს.

„მოსახლეობას ეს ყველაფერი არ აინტერესებს. ხალხი, რომელიც  ლუკმა პურის შოვნაზეა ორიენტირებული, სხვა გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო როდესაც ტელევიზორს რთავენ  იქ საერთოდ სხვა რეალობა ხვდებათ, მხედველობაში მაქვს  ის პოლიტიკური შოუები, რომლებსაც  მთავრობა ხალხს სთავაზობს.

სახელმწიფოს მეთაური ღარიბაშვილი იქნება თუ ვინმე  სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. იგი ორიენტირებული უნდა იყოს ეკონომიკურ პრობლემებზე და მათზე ახდენდეს აპელირებას, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ ხდება.  იგი მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეა ორიენტირებული, ამიტომ  საქრთველოში სრული ქაოსია. საზოგადოების დაკვეთა პოლიტიკური გარჩევები არ არის,” – განაცხადა კობაიძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და აღნიშნა, რომ მისი ჩამოსვლა და  მთავრობისთვის მითითებების მიცემა აჩვენებს, რომ  ქვეყანა დიდი პრობლემის წინაშე დაგას.

„ აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს დაემატა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენზე.  როდესაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი  ჩამოდის და ხელისუფლებას მითითებებს აძლევს,  რომ არ უნდა იჭერდნენ ოპზიციის ლიდერს, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა დიდი შეცდომა დაუშვა და ისინი დიდი პრობლემის წინაშე დადგნენ.

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვზარალდებით, ვინც არ უნდა იყოს ეს , განურჩევლად პოლიტიკური ვექტორისა.

„ქართულ ოცნებას“ ემოციური ფონს და პირადი შუღლი  სძლევს ხოლმე. მათ არ აინტერესებთ ეროვნული ინტერესები.

ყველაფერზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდია და არა ოპოზიცია. ისრების გადატეხვა იმ მიმართულებით, რომელიც საზოგადოებას არ აინტერესებს, აბოლუტურად გაუგებარია.

ადამიანების მთავარი ინტერესი უნდა იყოს, რომ  მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ან ,მინიმუმ, არ გაურესდეს. ამაზე არ ფიქრობს ხელისუფლება. ისინი გადასულები არიან  „პური და სანახაობაზე“, მაგრამ  პურსაც არ სთავაზობენ ხალხს,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.