“პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, ცეცხლი გახსნეს”

გაბრიელ სალოსის გამზირზე, 160 ნომერში პოლიციის მრავალრიცხოვანი ჯგუფებია მობილიზებული. სუს-ი  მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია“ – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.