გაბრიელ სალოსის გამზირზე პოლიციის მრავალრიცხოვანი ჯგუფებია მობილიზებული

ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, 160 ნომერში პოლიციის მრავალრიცხოვანი ჯგუფებია მობილიზებული.

ადგილობრივიო მაცხოვრებლების თქმით სამართალდამცველებს პერიმეტრზე პოლიციის ლენტი აქვთ შემოვლებული და არავის უშვებენ.

შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ვერ შედიან ადგილობრივი მაცხოვრებლებიც.

ამ დროისთვის არ არის ცნობილი დეტალები. შსს განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.