“…რაღაც დინამიკა მაინც არის…“

„ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს.

“მე ის ფაქტორები გითხარით, რომლიდანაც გამომდინარე ამ თემაზე ვფიქრობ. ბევრი კონტექსტია გასააზრებელი – თვითონ ქვეყნის მდგომარეობა, ის ერთპარტიული ვექტორი, მთელი უმრავლესობები, რომლებიც ყალიბდება ყველა მიმართულებით. დღეს კიდევ რაღაც პოლიტიკური დისკუსია იქიდან გამომდინარეა, რომ მე არ ვიკავებ ერთმნიშვნელოვნად „ქართული ოცნების პოზიციას“. აქედან გამოდინარე, რაღაც დინამიკა მაინც არის“ – განაცხადა მარგველაშვილმა.