გაუგებარია, თუ რატომ არ ხდება ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, ექიმების რეკომენდაციები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გათვალისწინებული უნდა იქნეს.

„ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ამ დროს არაა საჭირო რაიმე სახის დისკუსია ან დებატი. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთა ჯგუფს, მათი შეფასებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, მას სჭირდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რათა ის, რაც მოხდა აღარ განმეორდეს.

მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, შესაბამის დაწესებულებაში. მთავრობამ უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაიცა. გაუგებარია, თუ რატომ არ ხდება ამ რეკომენდაციების გათვალისწინება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.