ირაკლი კობახიძე: ორი ექიმის აზრი რაში გვაინტერესებს, ორი ექიმის, რომელიც არის მიკერძოებული

„ეს არის ორკაციანი ასოციაცია, თუ იცით თქვენ? ასოციაცია არის ხოლმე ასკაციანი, ათასკაციანი ათიათასკაციანი და ორკაციანი ასოციაცია არ არის ასოციაცია“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექიმების ასოციაციის განცხადების კომენტირებისას.

„ორი ექიმის აზრი რაში გვაინტერესებს, ორი ექიმი, რომელიც არის მიკერძოებული… არის ორი ე.წ. აცოსიაცია – ექიმების ასოციაცია და არის ე.წ. კლინიკების ასოციაცია. ორივე არის ორკაციანი და არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაფუძნებული „ფეიკი“. როდესაც ორი „ფეიკი“ აფასებს სხვა „ფეიკს“, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.