ალეკო ელისაშვილი არჩევნების გაყალბებაზე: როგორ ავიღოთ იმაზე პასუხისმგებლობა, რისი მოწმეებიც არ ვყოფილვართ

წარმოადგინონ საგამოძიებო კომისიაში ეს მტკიცებულებები, თუ აქვთ და მასშტაბი დაადასტურონ. არასოდეს გავქცევივართ პასუხისმგებლობას, მაგრამ როგორ ავიღოთ იმაზე პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებთ და რისი მოწმეებიც არ ვყოფილვართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა არჩევნების გაყალბებასა და საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამ კომისიაში უნდა შევიდნენ. „დაადასტურონ და ჩვენც მათ გვერდით ვიქნებით. თუ ისინი არ შემოვლენ, ჩვენ როგორ დავადასტუროთ? ვერ ავიღებთ ჩვენ თავზე იმის პასუხისმგებლობას, რისი დადასტურებაც არ შეგვიძლია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.