კორონავირუსით უკვე 20 400 ადამიანია ინფიცირებული

ჩინეთში კორონავირუსით უკვე 20 400 ადამიანია ინფიცირებული. ჩინეთის ჯანდაცვის ინფორმაციით ამ მომაკვდინებელ ვირუსს ამ დრომდე 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2800 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 170 ათასზე მეტი ადამიანი კი კარანტინშია.

ჩინეთის ხელისუფლება ასევე აცრცელებს ინფორმაციას, რომ ახალი ტიპის კორონავირუსისგან 630 ადამიანი განიკურნა.