“ნაციონალები მდარე ხარისხის თეატრალურ წარმოდგენებს გვთავაზობენ”

სოფიო ხორგუანი ნაციონალურ მოძრაობას უპასუხიმგებლო, აგრესიულ პოლიტიკურ ჯგუფად მოიხსენიებს და ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებს არ აყვნენ მათ მიერ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მდარე ხარისხის თეატრალურ წარმოდგენებს. მისივე განცხადებით, ყოფილი ცხელისუფლების წევრების  ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ დაიბრუნონ ის პრივილეგიები რომლითაც სარგებლობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

პოლიტიკოსის განცხადებით, როგორც კი კანონის წინაშე თანასწორობასა და ანგარიშსწორებაზე დაიწყება საუბარი, ოპოზიცია პოლიტიკურ სტატუსს იყენებს და სწორედ ამ გზით ცდილობს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.