ზაზა ფაჩულიას სახელობის ,,გალფის’’ საკალათბურთო მოედნის მშენებლობა დაიწყო

დღეს გელოვანის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის’’ საკალათბურთო მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და კომპანია „გალფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ზაზა ფაჩულიამ და კომპანია “გალფის” ხელმძღვანელობამ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს და მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და დიდუბის გამგეობის  მხარდაჭერით ხორციელდება.

მოედანი 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.