“პრობლემა მხოლოდ სააკაშვილი არ არის, პრობლემა ის არის, რაც მასთან ერთად სხვებმაც შექმენს!”

ლადო სადღობელაშვილი

“პარტიოტთა ალიანსი”

იცით ვისი გამკვირვებია? აი იმათი, სააკაშვილის დაპატიმრებაში რომ ხედავენ მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას!!! ბოკერია, თარგამაძე, შაშკინი, კეზერაშვილი, კალმახელიძე და ასობით სხვა რა ნაცები არ არიან? ისინი რა არაფერ შუაში არ არიან? მხოლოდ სააკაშვილია პრობლემა? ამდენი პორტირებული ნაცი რომ გყავთ, ძვირფასო დღევანდელო ხელისუფლება, თქვენს რიგებში, სწორედ ის ნაცებია, ხალხს რომ ბიზნესებს ახევდნენ, მკვლელობებს რომ აპრავებდნენ, ციხეებში ხალხს რომ აუპატივრებდნენ და აწამებდნენ! ეგ როგორ გავიგოთ? ე.ი რა გამოდის, როგორც გინდათ ისე ატრიალებთ “პლასტინკას”?

რა მნიშვნელობა აქვს იარაღს ესვრი ადამიანს და ისე მოკლავ, თუ მიღებული კანონით ბიზნესს აახევ და გულს გაუხეთქავ? მერე და იმ კანონის მიმღებები რა, 19 ნოემბრის პარლამენტში თქვენთან ერთად არ ისხდებიან სავარძლებში გინდ იქეთ მხარეს გინდ აქით?

ასე რომ, ჯიგრებო, პრობლემა არის გლობალური და არა ერთ კაცში…

მე თუ მკითხავ, ის მოსამართლეებიც დასაჭერები არიან, ვინც 9 წლის განმავლობაში ემონებოდა მათ და არ დამიწყოთ ეხლა აშინებდნენო და იმიტომაც აწერდნენ ყველაფერზე ხელსო!!! თუ გეშინია, მაშინ შენ მოსამართლე არ ხარ – წადი და ლექციები იკითხე და თუ ხარ მოსამართლე, კეთილი ინებე და სამართლიანი იყავი!!! პროკურორები და შსს-ს თანამშრომელბი? ეხლა თანამდებობებს რომ ინარჩუნებენ ეგენი რა, იმ “დროისა” არ იყვნენ და სისტემას არ ემორჩილებოდნენ? დანაშაულებებს ვერ ხედავდნენ და ბინძურ დავალებებს არ ასრულებენ? მათ რატომ არავინ სთხოვს პასუხს? კიდევ ერთხელ – პრობლემა მხოლოდ სააკაშვილი არ არის, პრობლემა ის არის, რაც სააკაშვილთან ერთად სხვებმაც შექმენს!!!

ყველა ერთად პორტირებულიც და გამოყოფილ მიერთებულიც!!! ყველანი ციხეში!

კომენტარის დატოვება