მისასალმებელია პრეზიდენტის პოზიცია, ის ხედავს, რომ მთავრობა შეცდომებს უშვებს – რომან გოცირიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებამ, უარი თქვას საქართველომ 75 მილიონის ევროს მოცულობის სესხზე, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

“მისასალმებელია მისი ბოლოდროინდელი პოზიცია, რადგან ის ხედავს, რომ საქართველოს მთავრობა უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რაც შეეხება მის მიერ, “ნაციონალური მოძრაობის” ხსენებას, ეს იყო ვალის მოხდა,”-  განაცხადა გოცირიძემ.