ევროკავშირის სესხზე უარი, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე – ჯიმ რიში

სენატორი ჯიმ რიშისაქართველოს მთავრობის უარს ევროკავშირის სესხზე და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება.

მისი განცხადებით, ევროკავშირის სესხზე უარი აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად.

კარგია, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება,” – ამბობს ჯიმ რიში.