საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 86 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 86 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 86 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 400 ტესტი.