ხვალ ოპოზიციას ექნება მორიგი შეხვედრა, სადაც გველოდება სიურპრიზი…

ოპოზიცია თანხმდება, რომ გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა არ მოხდება.

შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავაც მივლენ. ოპოზიციის გეგმებზე დღეს შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა.

“პარტიებმა სრულიად გასაგებად და ცალსახად ისაუბრეს წინა შეხვედრებზე, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ხვალ ოპოზიციას ექნება მორიგი შეხვედრა, სადაც გველოდება სიურპრიზი ეს შეხვედრა იქნება პოლიტპატიმართა მონაწილეობით დავგეგმავთ სტრატეგიებსაც,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.