ვისაც სახელმწიფოს დახმარება არ ჭირდება, მისი სუბსიდია უფრო გაჭირვებულს მოხმარდება

ყველა პატიოსან ადამიანს, რომელსაც რამდენიმე ბინა აქვს და აქვს შესაძლებლობა საკუთარი ხარჯებით დაფარონ კომუნალური გადასახადები, ეძლევათ საშუალება უარი თქვან სახელმწიფოს დახმარებაზე. ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.
“დამიკავშირდნენ ამ თემაზე ადამიანები, რომლებიც 200 კილოვატამდე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაგრამ მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდებათ. ეს ერთსულოვნება მისასალმებელია და ამ შესაძლებლობას იმ მოქალაქეებს მივცემთ, ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასეთმა აბონენტებმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომარაგებაზე პასუხისმგებელ შესაბამის კომპანიებს უნდა მიმართონ, რომლებიც სიებს დააკორექტირებენ და ის სუბსიდია სხვა მოქალაქეებს მოხმარდებათ.