ინიციატივა – გამოსავალზე ვისაუბროთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?..

ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

ინიციატივა ხელისუფლებას

2019 წლის მონაცემებით იმპორტმა შეადგინა 9 მილიარდ 68 მილიონი აშშ დოლარი. ექსპორტმა 3 მილიარდ 761 მილიონი დოლარი, აქედან (რეექსპორტი 1 მილიარდ 429 მილიონი). უარყოფითი სალდომ ექსპორტ–იმპორტს შორის შეადგინა 5 მილიარდ 306 მილიონი დოლარი. რითი ბალანსდებოდა დღემდე უარყოფითი სალდო? ტურიზმიდან შემოსული შემოსავლებით 3 მილიარდი დოლარი და ემიგრანტების ფულადი გზავნილებით 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარი. ასევე ყოველწლიურად ახალი სესხების აღებით საკრედიტო ორგანიზაციებიდან. ამჟამად საქართველოს საგარეო ვალი 18,6 მილიარდი დოლარია (აქედან საბანკო სექტორის 4.5 მილრდ.). ზვიად გამსახურდიას პერიოდში სახელმწიფოს ვალი არ ჰქონდა.
ედუარდ შევარდნაძის პერიოდში – ავიღეთ 2,9 მილიარდი $. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვალი გაიზარდა 13,4 მილიარდამდე (მატება 10,5 მლრდ.) ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 18,6 მილიარდი $ (მატება 5,2 მლრდ.) დღეს როდესაც კორონავირუსის შედეგად ტურიზმი გაჩერებულია და ასევე და ემიგრანტების გზავნილებიც თითქმის გაჩერებულია სახელმწიფო ეკონომიკა ფაქტიურად ჩამოშლილია. სანამ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, უმჯობესი იყო თუნდაც მხოლოდ სასურსათო უსაფრთხოების შექმნა, რომ გავმხდარიყავით თვითკმარი სახელმწიფო, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი დაგვიანებულია, ამიტომ შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან უნდა მოვნახოთ გამოსავალი.
სანამ გამოსავალზე ვისაუბრებდეთ, მოდით ვნახოთ რა თანხები გადის ქვეყნიდან ზოგიერთ სასურსათო პროდუქციის შემოსატანად (იმპორტზე), რომლის ადგილზე წარმოებაც თავისუფლად შეიძლებოდა. 2019 წლის მონაცემებით შევიძინეთ: ხორბალი 105.1 მილიონის (აშშ დოლარი); პურის ფქვილი 4.8 მილიონი; 2.4 მილიონის კარტოფილი; 50.4 მილიონის შაქარი; 44.5 მილიონის ხორცი (ფრინველის გარდა); 65.2 მილიონის ფრინველის ხორცი; 40.9 მილიონის თევზი (დაკონსერვებულის ჩათვლით); 15 მილიონის შეუსქელებელი რძე, კეფირი, იოგურტი; 21.3 მილიონის შესქელებული რძე, რძის ფხვნილი; 22.8 მილიონის კარაქი; 2.9 მილიონის კვერცხი; 43.4 მილიონის მცენარეული ზეთი; 23.4 მილიონის მარგარინი; ბოსტნეული 38.6 მილიონის ბოსტნეული; 66.1 მილიონის ხილი. ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ 546 მილიონი დოლარი გამოდის, ანუ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადის ქვეყნიდან და თან ეს პროდუქტების არასრული სიაა… ეს იმის, ფონზე, როდესაც საქართველოს ბიოკლიმატური პირობებიც, აგრარული პოტენციალი და სხვა ყველა კომპონენტი გაგვაჩნია ადამიანის კვებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის საწარმოებლად? ჰოლანდიას, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე ბევრად ნაკლებია და სულ რაღაც 41 543 კვადრატული კილომეტრია, 100 მილიარდი ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია გააქვს ექსპორტზე! ისრაელს, რომლის ტერიტორიაც სულ რაღაც 20 770 კვადრატული კილომეტრია და რომლiს ტერიტორიის ნახევარი უდაბნოა, წყლის რესურსებიც მცირე აქვს (წვიმა მხოლოდ ზამთარში მოდის) და სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგი მიწა დაახლოებით 20% შეადგენს, 95%–ით თვითკმარი სახლმწიფოა! გარდა ამისა, ექსპორტზე მთლიანი ექსპორტის 3,6% სოფლის მეურნეობის პროდუქტზე მოდის.

ზოგადად ეკონომიკაზე სასაუბროდ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება კორეის „ეკონომიკური სასწაული“. გენერალი პარკ ჩუნ ჰი 1961 წელს, სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა და სწორედ ის გახლავთ „ავტორი“ კორეის „ეკონომიკური სასწაულისა“. სახელმწიფომ ფაქტიურად თავის თავზე აიღო ეკონომიკის მართვა. მთავარი აქცენტი გაკეთდა იმპორტის ჩანაცვლებაზე. ეკონომიკის მართვა ცენტრალიზებული გზით ხდებოდა. პარკ ჩუნ ჰიმ პირადად შეარჩია რამოდენიმე ათეული კორეული ფირმა (მაგ. Samsung, Hyundai, LG electronics და სხვა), სხვადასხვა დარგში, რომელსაც ის მეტ-ნაკლებად პერსპექტიულად მიიჩნევდა. ქვეყნის მმართველობამ სწორედ ამ კომპანიებზე გადაწყვიტა აქცენტის გაკეთება და გამოუცხადა ღია მხარდაჭერა – სახელწიფო შეკვეთებით, საკრედიტო შეღავათებითა და სახელმწიფო გარანტიებით. კორეის მთავრობა თავად აფუძნებდა სახელმწიფო კომპანიებს, განსაკუთრებით მძიმე მრეწველობის მიმართულებით. ნაციონალური ინტერესების შესაბამისად, სახელმწიფო აქტიურად იღებდა ახალ კანონებს, გადახედავდა უკვე არსებულს, ექსპორტის გასაზრდელად მიიღებოდა მთელი რიგი პოლიტიკური ზომები მაქსიმალური მობილიზებისთვის, რათა მომხდარიყო მსხვილი კაპიტალდაბანდებები. სახელმწიფოს ფინანსურ და საკრედიტო სისტემაზე ჰქონდა მონოპოლია. ნაციონალური საწარმოების გარდა, სახელმწიფო აქტიურად აკონტროლებდა ასევე უცხოური ინვესტიციების ნაკადებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ 1967 წლიდან 1986 წლის ჩათვლით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ზოგადად საინვესტიციო მასშტაბებთან მიმართებაში, მხოლოდ 2%-ით განისაზღვრებოდა. სამხრეთ კორეა არ იყო ორიენტირებული ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია მოეზიდა, არამედ მხოლოდ ის, რომელიც ჯდებოდა მისი განვითარების საერთო ინტერესებში. კანონით აკრძალული იყო უცხოური კაპიტალის მიერ რაიმე საკუთრების 100%–იანი ფლობა, მაქსიმუმი იყო 50%. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აშშ–მ კორეას გრანტებისა და კრედიტების სახით 60 მილიარდამდე დახმარება გაუწია, თუმცა თანხები სწორად და მიზნობრივად იქნა გამოყენებული. ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებების შედეგად კორეის ეკონომიკამ ისეთი ნახტომი მოახდინა, რომ „კორეის ეკონომიკური სასწაული უწოდეს.

ახლა გამოსავალზე ვისაუბროთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?

1. სახელმწიფომ უარი თქვას „თავისუფალ ბაზარზე“ და პროტექციონიზმის და პრეფერენციების მეშვეობით აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკაში. დაიხნას მიწები შეიქმნას ფერმები.
2. დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კანონი ან პროგრამა: „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა აღნიშნული მიმართულებით წარმოადგინოს გეგმა.
3. სასწრაფოდ უნდა მიიღონ „მიწის კოდექსი“. ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც მიწის კოდექსი არ გააჩნია.
4. 2019 წელს აღდგენილ „მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს“ დაევალოს კონკრეტული მოქმედების გეგმა „სასურსათო უსაფრთხოების“ კონცეფციის შესაბამისად.
5. საქართვლოს 2020 წლის ბიუჯეტი დაკორექტირდეს და გადაეწყოს შექმნილი მდგმარეობის შესაბამისად, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკაში. (მაგალითად ტურიზმის ხელშემწყობი 31 მილიონი და მომღერლების ჩამოსაყვანი 20 მილიონი და სხვა)
6. აუცილებლად შესაცვლელია ტენდერების არსებული მახინჯი სისტემა. ტენდერებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადგილობრივ წარმოებას.