“დარწმუნებული ვარ, რომ ნარმანიას აუცილებლად მოუწევს სამართალდამცავ სტრუქტურებში სიარული”

თბილისის მერიაში, ერთ დღეში 610 თანამშრომლის დანიშვნასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს ფრაქციის სხდომაზე მერის მოადგილეს და ადმინისტრაციის უფროსს იბარებს. უარის შემთხვევაში, შესაძლოა ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლოს მიმართოს.

სისხლის სამართლის დანაშაულზე მიუთითებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი.

„თუ მისი წინამორბედისთვის არ შეიძლებოდა მსგავსი რამ და სისხლის სამართლებრივად აგო პასუხი, ნარმანიასთვის რატომ უნდა იყოს დასაშვები ეს ყველაფერი? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის უმძიმესი დანაშაული და ამისთვის არა მარტო საკრებულოში უნდა მოვიდეს ნარმანია, არამედ, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ აუცილებლად მოუწევს მას სამართალდამცავ სტრუქტურებში სიარული,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.