ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომის დაწყების წინ, აფხაზეთში პუტინის ვიზიტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტი იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული ტერიტორიების დაკანონებას გულისხმობს. 

,,მინდა აღვნიშნო ოკუპირებულ  ტერიტორიებზე რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით. ეს განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ემსახურება იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმეც ჩვენ ვართ. ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ რუსეთთან ჩვენი კონფლიქტი პოლიტიკურად დავარეგულიროთ და რა თქმა უნდა, ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატების განხორციელებაში არც ერთ ჩვენგანს და მე პირადად ეჭვი არ მეპარება” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო პარტნირენის დახმარებით უნდა შეძლოს რუსეთთან კონსტრუქციულ რეჟიმში, მშვიდობიანი გზით პრობლემების მოგვარება.