ჩვენი მორაგბეები გამარჯვებულები დაბრუნდნენ

მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ოკეანეთის ტურნედან დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელმაც გამარჯვებით დაასრულა ოკეანეთის ტურნე, სამშობლოში დაბრუნდა.

ეროვნულ ნაკრებს თბილისის აროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რაგბი კავშირის თავმჯდომარე გოჩა სვანიძე, ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.

ოკეანეთის ტურნეს ეგიდით საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა გამართა. 11 ივნისს „ბორჯღალოსნებმა” სამოასთან ფრედ19:19 ითამაშეს, 15 ივნისს კიტონგას 23:20 აჯობეს. ბოლოს კი მილტონჰეიგის გუნდი სუვაში ფიჯის ნაკრებს გაეჯიბრა და 14:3 გაიმარჯვა. შეგახსენებთ: ფიჯი წყნარი ოკეანეთის თასის მფლობელი გახლავთ.

ფიჯი:„ბორჯღალოსნები” ფიჯელებს მეორედ დაუპირისპირდნენ. 2012 წლის ნოემბერში ფიჯის ნაკრები თბილისს ესტუმრა და ქართველები 24:19 დაამარცხა.მას შემდეგ მეტოქეებმა ორჯერ ერთობლივად ივარჯიშეს: 2014 წლის ნოემბრის ტესტებისთვის და 2015 წლის მსოფლიო თასის მზადების პერიოდში.

ტონგა: ბორჯღალოსნები ოკენათეის ტურნეს მეორე ტესტში მსოფლიო თასის შემდეგ ტონგელებს პირველად ერკინენ და 23:20 სძლიეს მეტოქეს. ამ გამარჯვებით პირველად ურთიერთშეხვედრების ისტორიაში წინ გავედით 3/2.

სამოა: ფრედ დასრულდა ივნისის ტესტების პირველი მატჩი, რომელშიც მანუსამოამ (გულადისამოა) ბორჯღალოსნებს შინაპიაში უმასპინძლა. დაპირისპირება 19:19 დასრულდა.

ოკეანეთში წარმატებული თამაშის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, რაც სარეკორდო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქართული რაგბისის ტორიაში.

00 0

 

კომენტარის დატოვება